By
საგრანტო კონკურსის გამარჯვებული სპექტაკლის პრემიერა
5 და 6 აგვისტოს, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „BEACH“ პრემიერა გაიმართა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

რეჟისორებმა გიორგი ხურცილავამ და ლაშა ცქვიტინიძემ მაყურებელს სრულიად ახალი თეატრალური წარმოდგენა შესთავაზეს: იგი აერთიანებდა სასცენო შესრულებას და ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე გადაღებული სცენების ეკრანიზაციას.

სპექტაკლი “BEACH” ადამიანური ურთიერთობების შესახებ მოუთხრობს მაყურებელს, რომელშიც ასახულია ზაფხულის ცხოვრების საინტერესო და იუმორისტული თავგადასავლები. სიუჟეტი ზაფხულის ბათუმში ვითარდება და მაყურებელს ქალაქის მრავალფეროვან გარემოში ამოგზაურებს. ამავდროულად, ზაფხულის დაუვიწყარ მოგონებებსა და თავგადასავლებს ახსენებს.