სავიზო დეპოზიტის პროგრამა ყველა ქვეყანაში მუდმივი გახდა
By

სავიზო დეპოზიტის პროგრამა ყველა ქვეყანაში მუდმივი გახდა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოში.

საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტმა, რომელსაც B1/B2 ვიზა დაუმტკიცდება, უნდა გადაიხადოს 10,000, 15,000 ან 20,000 დოლარის ოდენობის  დეპოზიტი.

„არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების დროს, საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას დეპოზიტის გადახდასთან დაკავშირებით. გთხოვთ, გახსოვდეთ: სავიზო აპლიკაციების შესახებ ოფიციალური წყარო არის აშშ-ის მთავრობა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ ვრცელდება აშშ-ის მთავრობის წყაროდან, საჭიროებს გადამოწმებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *