By
საკვირაო წირვა დაბა შუახევის ტაძარში
სხალთის ეპარქიაში სტუმრად მყოფი ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი ღომას მთაში გამართული სახალხო დღესასწაულ „შუამთობის“ მონაწილე იყო. მან სხვებთან ერთად ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და ზეიმი მიულოცა, 9 აგვისტოს კი სხალთელ მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან, სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად დაბა შუახევის ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინეს.
დეკემბერში 20 წელი სრულდება იმ დღიდან, როცა მეუფე სპირიდონი და მეუფე ეფრემი სხალთისა და ბოლნისის ეპარქიების მღვდელმთავრებად გამოარჩიეს. მათ ღვთისმსახურებას ტაძრების მშენებლობა, საყოველთაო ნათლობები, ჯვრების აღმართვა მიეწერება.
ოთარ ცინარიძე