სამეურნეო ნაგებობის  საკონსერვაციო სამუშაოები – პეტრას ციხეზე
By

სამეურნეო ნაგებობის  საკონსერვაციო სამუშაოები – პეტრას ციხეზე

2026 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით  პეტრას ციხეს 25 ათასამდე ვიზიტიორი ეწვია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ძეგლისადმი მზარდ ინტერესს და მის მნიშვნელოვან ადგილს აჭარის ტურისტულ რუკაზე.

მიმდინარე წელს, სააგენტოს ორგანიზებით, პეტრას ციხის ტერიტორიაზე განხორციელდა სამეურნეო ნაგებობის  საკონსერვაციო სამუშაოები. ვიზიტიორთა უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად ჩატარდა ლიმონარიუმის კონსტრუქციის ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები, რამაც არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი  გახადა.

2027 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გააგრძელებს პეტრას ციხის განვითარებას, რათა ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მრავალმხრივი ინტერესის მიზიდულობის ცენტრად იქცეს.
ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *