სამეცნიერო ბანაკი-თურქეთში
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, რეგიონის ხუთი მოსწავლე თურქეთის სამეცნიერო ბანაკში – ,,Space Camp Turkey” იმყოფებოდა.
სამეცნიერო ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ტექნოლოგოების მიმართ ინტერესის გაღრმავება, კვლევითი უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარის ხელშეწყობა. ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამა ინგლისურ ენაზე განხორციელდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლებიდან 330 მოსწავლე დარეგისტრირდა. გამარჯვებული მოსწავლეები ინგლისურ ენასა და ფიზიკაში ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე შეირჩნენ. ინფორმაციას აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.