სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გაეცნენ
By

სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ობიექტების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გაეცნო.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურისა და ტერმინალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

„ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი ბათუმის პორტისთვის სარეკორდო იქნება ტვირთბრუნვის კუთხით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ფოთის პორტი. აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შუა დერეფნის გაძლიერება და საზღვაო სექტორის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„წლიდან წლამდე იზრდება ტვირთბრუნვა, ვითარდება სატრანზიტო შესაძლებლობები და უმჯობესდება მომსახურება. ბათუმი ისტორიულად საზღვაო ქალაქია და დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ როგორც საპორტო ინფრასტრუქტურის, ისე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განვითარებას, რათა ახალგაზრდებმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

 

 

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *