სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა
ხულოში მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაციები ხულოს მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის, ხულოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

წარმოდგენილი საკითხების განხილვის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. სხდომას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხულოელთა დელეგატი ამ ორგანოში მინურ პაქსაძე ესწრებოდა.
– სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის სათათბირო ორგანოა და მისი მიზანი, ადგილობრივ თვითმმართველობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მერისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენაა, – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.
ცოტნე ცაბაძე