By
სამუშაო შეხვედრა – ქობულეთში
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია რომანაძე და მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მამასახლისი ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო პრიორიტეტების და აჭარაში ერთობლივად განხორციელებული საქმიანობის განხილვა, მიღწევების, გამოწვევების და ადგილობრივ საჭიროებებზე დაყრდნობით შემდგომი თანამშრომლობის გაცნობა.
წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ჰუმანიტარული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდასა და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებაზე.