სასმელი წყალი – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებს
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარის მრავალბინიანი სოციალური სახლი რამდენიმე წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში. 20-მდე ოჯახს სასმელი წყლის ნაკლებობა ჰქონდა და წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ. ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ეს პრობლემა გადაჭრა სოფელ აგარის მრავალბინიანი სოციალური სახლისთვის სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე წყალშემკრები და გამწმენდი ნაგებობა, 20 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარი, 4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და შიდა დაქსელვა. სამშენებლო სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა, დაიხარჯა 266 185 ლარი. აგარის სოციალურ სახლში მცხოვრები 20 ოჯახის ყოფა რადიკალურად შეიცვალა. თითოეულ ოჯახს უკვე აქვს წვდომა უწყვეტ, სუფთა სასმელ წყალზე.
პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს გენადი ანანიძესთან, ქედის წყალკანალის ხელმძღვანე ემზარ ბერიძესთან და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ რაულ სალაძესთან ერთად მოინახულა.
მამუკა თურმანიძე აგარის სოციალური სახლის მცხოვრებლებსაც შეხვდა, რომლებმაც გულწრფელი მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის.
ცოტნე ცაბაძე