By
საფრანგეთში მაღალი სიცხის გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
საფრანგეთის 96 რეგიონიდან 49-ში წითელი დონის განგაშია გამოცხადებული, რადგან ქვეყანა სითბური ტალღის ფონზე ძლიერი სიცხისთვის ემზადება. ათობით სხვა რეგიონში ნარინჯისფერი განგაში მოქმედებს
სიცხის პიკი მიმდინარე კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კი ტემპერატურის 45°C-მდე ზრდას ვარაუდობენ.
სიცხის გამო, საჯარო სივრცეებში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა, განათლების სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 845 სკოლა ერთი დღით დაიხურა, ხოლო კიდევ 1 800 სკოლა მოსწავლეებს გაკვეთილების ნაადრევად დასრულების საშუალებას აძლევს.
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, 80-95 ასაკის 3 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლება გარდაცვალების ამ ფაქტებს ნაწილობრივ ამინდის პირობებს უკავშირებს.