საფრანგეთში სიცხე 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს
By

საფრანგეთში სიცხე 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს

ევროპაში გაუსაძლის სიცხესთან გასამკლავებლად, საგანგებო ზომებს იღებენ. საფრანგეთში, სადაც ტემპერატურა უკვე თითქმის ერთი კვირაა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, საგანგებო თავშესაფრები და დროებითი საზოგადო საშხაპეები მოაწყვეს. მოსახლეობასა და განსაკუთრებით, ღია სივრცეში მომუშავე პერსონალს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. საგანგებო ზომებს მიმართავენ საავადმყოფოებშიც, სადაც სხეულის გადახურებისა და მზის დარტყმის დიაგნოზით შეყვანილთა რაოდენობამ იმატა.

საგანგებო გაფრთხილება გავრცელდა გერმანიაშიც. ფედერალური მმართველობა იძულებული გახდა, მდინარე რაინში ცურვა აეკრძალა. სიცხისგან თავის დაღწევის მიზნით, მდინარეში ჩასვლას მსხვერპლი მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო.

 

  • No Comments
  • ივნისი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *