საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულთა შორის არიან თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ლიბანის, ნიგერიის, ჩინეთის, ბანგლადეშის, ერაყის, კუბის, მოლდოვის, პანამის, საუდის არაბეთისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 3 400-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა.