By
საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ანტალიაში, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს სააგენტოების საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა გაეროს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.