By
საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლისთვის ახალი ტიპის ბინადრობა შემოდის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის მეუღლისთვის ახალი კატეგორიის ბინადრობა შემოდის, რომელიც პირველივე ჯერზე მუდმივად აღარ გაიცემა.
მისი თქმით, უცხოელი მეუღლე თავდაპირველად ერთწლიანი ბინადრობის ნებართვას მიიღებს, რომელიც შემდგომ, ორ-ორი წლით გაგრძელდება. მუდმივი ბინადრობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქორწინება ხუთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
დარახველიძის განმარტებით, ბინადრობის გაცემამდე უცხოელსა და მის ქართველ მეუღლეს სპეციალური კომისიის წინაშე გასაუბრების გავლა მოუწევთ. თუ დადგინდება, რომ ქორწინება ფიქციურია, საქმე საგამოძიებო ორგანოებს გადაეცემა და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დადგება.