„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა
By

„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა

„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს დავით ფერაძეს და ზაზა ბიძინაშვილს.

სხდომაზე პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომელშიც, მისი თქმით, დავით ფერაძე და მისი თანამოაზრეები იყვნენ ჩართული. პროკურორმა სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, რვავე ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, აღნიშნული გარემოებებისა და იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარეობს.

საკუთარი პოზიციები გამოხატეს ასევე, ბრალდებულთა ადვოკატებმაც. მათი თქმით, არცერთი დაკავებული, გარდა რევაზ რევაზიშვილისა, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. რევაზ რევაზიშვილმა სხდომაზე ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობდა, აწვდიდა მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას და აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო პროცესში. სწორედ ამიტომ, ის ელოდა, რომ დღევანდელ პროცესზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა არ იქნებოდა გამოყენებული.

 

  • No Comments
  • ივნისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *