By
საქართველოს სარეკლამო ბანერები – სკანდინავიის ქვეყნებში
სკანდინავიის ქვეყნებში, 500-მდე ლოკაციაზე, საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.

მათივე ცნობით, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე, 500-მდე ლოკაციაზე საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.