By
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრას სახელმწიფო აფინანსებს.
ვაქცინაციის მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
მოქალაქეებს ვებგვერდზე შეუძლიათ გაეცნონ იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა ტარდება.