საშა გველესიანი წავიდა…
By

საშა გველესიანი წავიდა…

58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე (საშა) გველესიანი გარდაიცვალა.

ვინც სიტყვის ფასი იცის, ხვდება რა ბუმბერაზი ადამიანი დავკარგეთ. პოეტი, სიტყვისა და ამბის თხრობის დიდოსტატი, რომელიც ამბავს ისე ჰყვებოდა, რომ უსმენდი და შენში ერთდროულად იღვიძებდა კიდევ უფრო დიდი სიყვარული, სევდა და მონატრება… უსმენდი და გრძნობდი საქართველოს გულისცემას.

მშვიდი, კეთილი, ინტელექტუალური, გენიალური, საოცრად საინტერესო და  მიამიტი „დიდი ბავშვი“… ადამიანი, რომელმაც ქართულ პოეზიასა და კულტურაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. ალბათ, წლების გასვლასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გავიაზრებთ, რამხელა შემოქმედებითი საგანძური დაგვიტოვა და როგორი დიდი დანაკლისია მისი წასვლა.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.

„რა გვიანია, რასაც ადრე არც კი ვჩქარობდი… და რა ადრეა, რასაც უნდა დაეგვიანა…“

 

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *