საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი 2026“, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი სპორტსმენი იყო ჩართული, მათ შორის იყვნენ ამერიკიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ფიდეს დროშით მოასპარეზენი და საქართველოს წარმომადგენლები. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
მოჭადრაკეები ოთხ-8, 10, 12 და 20 წლამდე ღია კატეგორიებად იყვნენ დაყოფილი. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიდეს რეიტინგი დაითვალა. ფესტივალის ოთხივე კატეგორიაში ასპარეზობა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. სხვადასხვა ასკობრივ კატეგორიაში პირველ ადგილებზე გავიდნენ: დავით ჩარგეიშვილი, მარიამ ჩარგეიშვილი, მათე ბერიძე, ქრისტინე ქათამაძე, ალექსანდრე ბერიშვილი, მარიამ მიგრიაული, ალექსანდრ კურდაგია, ანეტა ქედელიძე. მწვრთნელთა კონკურსში პირველ ადგილზე თენგიზ დიდმანიძე გავიდა, მეორეზე – გაიოზ ნიგალიძე, მესამეზე – გია ჭუმბურიძე. ყველა ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩურებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ჩემპიონებს საზეიმოდ თასებიც გადაეცათ.
მანანა ძიძიშვილი