საჯარო უწყებებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე 247 ვაკანსია გამოცხადდა
By

საჯარო უწყებებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე 247 ვაკანსია გამოცხადდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.

მათ შორის, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ვაკანტურია 5 ვაკანსია:

  • იურიდიული განყოფილება – 2:
  • საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება – 2;
  • მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – 1.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტაჟირების პროგრამით 67 ვაკანსია ცხადდება.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციები:

  • შპს „სანდასუფთავება“ – 5
  • შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ – 10
  • ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო – 2
  • ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური – 1
  • ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო – 2
  • შპს „ბათუმის წყალი“ – 14
  • ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია – 3
  • ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო – 20.
  • No Comments
  • აგვისტო 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *