სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“ დასრულდა
ბათუმმა სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ნიკე“ მეორედ უმასპინძლა.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მისი მიზანია სპორტული კინოს პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სპორტის თემატიკაზე შემოქმედებითი ინტერესისა და მოტივაციის გაღვივება, რეგიონში მრავალფეროვანი კულტურული გარემოს შექმნა და კინოხელოვნების პოპულარიზაცია.ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სპეციალური ჩვენებები, მათ შორის, ქართული ფეხბურთის ლეგენდის დავით ყიფიანის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ასევე, ჩატარდა მასტერკლასები. საკონკურსო ფილმებს სპეციალური საერთაშორისო ჟიური აფასებდა.
წელს კონკურსზე 17 ქვეყნის 28 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის მთავარი ჯილდო – გრანპრი ესპანურ დოკუმენტურ ფილმს „პერე კასაკუბერტა“ ერგო.
დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
გალერეა
