სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა
By

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს „კს.ც“-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა.
უწყების ცნობით, ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები; ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში (მიდია 125 კგ) და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N16 ა-ში (კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ). ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *