ტრადიციად დამკვიდრებული ტურნირი – მშობლიურ შუახევში
By

ტრადიციად დამკვიდრებული ტურნირი – მშობლიურ შუახევში

შუახევის სპორტული ცენტრის დარბაზში აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის, ბიზნესმენის, ქველმოქმედის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ტბელ აბუსერისძისა და ზურაბ გორგილაძის პრემიების ლაურეატის, ფარმაციის დოქტორის, პროფესორ ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობდნენ 2012-2014 წლებში დაბადებული ქობულეთელი, ბათუმელი, შუახეველი და ხულოელი ჭაბუკები. მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე. მან ვლადიმერ მახარაძეს წარმატებები უსურვა და ქართული ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული ღვაწლისთვის ფედერაციის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. შეკრებილებს ასევე, მიესალამნენ შუახევის სპორტული ცენტრის დირექტორი რამინ ჯოიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსი ფრიდონ დავითაძე, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – გელა ზოიძე და ბიჭიკო ბოლქვაძე.

ტურნირის ჩემპიონები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდნენ: ანდრია ვაშაყმაძე (ქობულეთი), ნიკა დუმბაძე (ბათუმი), დათა დავითაძე (ბათუმი), ალექსანდრე მენაღარიშვილი (ქობულეთი), გია ცეცხლაძე (შუახევი), ანდრია ქაჯაია (ბათუმი).საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ მედლებით, თასებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. ტურნირის საუკეთესო ტექნიკურ მოჭიდავედ დასახელდა ქობულეთელი ფალავანი დაჩი ამაღლობელი, რომელსაც აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძემ გადასცა.ტურნირი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *