ტურისტული სივრცე – ქედლებში
By

ტურისტული სივრცე – ქედლებში

სოფელ ქედლებში ტურისტული სივრცე მოეწყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, უცხოელ და ადგილობრივ  ტურისტებს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში  გაკეთდა გადასახედი,  მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა  გარე განათება, განთავსდა  მოსასვენებელი სკამები და  აიგო ფანჩატური.

– ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, წელს ახალი ტურისტული ლოკაციის მოწყობა ასევე, იგეგმება სოფელ თაგოში. ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სოფლის ტურისტული პოტენციალის ზრდას, ვიზიტიორთა სიმრავლეს და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად დავათვალიერე, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *