By
ულან ნიაზბეკოვის ოფიციალური ვიზიტი – საქართველოში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. უწყების ცნობით, ულან ნიაზბეკოვი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.