უფასო სამედიცინო სკრინინგის აქციები გაიმართება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქციები გაიმართება. სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ შემდეგ მისამართებზე:
12 ოქტომბერი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ ლეღვას ამბულატორიის მიმდებარედ
13 ოქტომბერი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ ქობულეთის ამბულატორიის მიმდებარედ
15 ოქტომბერი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ კირნათის ამბულატორიის მიმდებარედ
16 ოქტომბერი – ქალაქი ბათუმი, აბუსერიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ „დი-ეს მოლის“ მიმდებარედ
26 ოქტომბერი – ხულოს მუნიციპალიტეტი, ხულოს სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ
27 ოქტომბერი – შუახევის მუნიციპალიტეტი, შუახევის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ
28 ოქტომბერი – ქედის მუნიციპალიტეტი, ქედის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ ჩაიტარონ:
ძუძუს კიბოს სკრინინგული კვლევა
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული კვლევა
პროსტატის კიბოს სკრინინგული კვლევა
არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი
B და C ჰეპატიტების სკრინინგი
აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგი.
სკრინინგული აქციები იმართება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით.
სამედიცინო აქციების მიზანია პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.