ფიდეს მსოფლიო თასზე
By

ფიდეს მსოფლიო თასზე

15 ივნისს დაიწყო და 28 ივნისს დასრულდება საერთაშორისო საჭადრაკო კალენდრით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი – ფიდეს მსოფლიო თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელსაც საქართველო, კერძოდ, ბათუმი მასპინძლობს. ღონისძიებაში 68 ქვეყნის 700-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირის მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

შეჯიბრება შვეიცარული სისტემით, 11 ტურად იმართება და მას სასტუმროები – „გრანდ ბელაჯიო“ (ჭაბუკები) და „ეუფორია“ მასპინძლობენ. ყველა პარტია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.

ქვსი ტურის შემდეგ მოჭადრაკეები ისვენებდნენ. საქართველოს წარმომადგენელთაგან წარმატებით ლილე სვანაძე ასპარეზობს, რომელმაც 6 პარტიიდან 5 ქულა დააგროვა და ლიდერთა სამეულში იმყოფება.
ჩემპიონატის მთავარი მსაჯის ს.მ. გოპაკუმარის შეფასებით: „ბათუმში შექმნილია უმაღლესი სტანდარტის გარემო, რომელიც ახალგაზრდა მოჭადრაკეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ძალები მსოფლიოს უძლიერეს თანატოლებთან დაპირისპირებაში მოსინჯონ“.
როგორც უცხოელი მონაწილეები აღნიშნავენ: „თანამედროვე სათამაშო სივრცე, მაღალი საორგანიზაციო დონე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბათუმი მსოფლიო დონის საჭადრაკო ღონისძიებების მასპინძლობისთვის ღირსეული ქალაქია“.
დღეს, 23 ივნისს, 15 საათიდან, მედლებისა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებისთვის ბრძოლა განახლდება.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *