ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანება მუნიციპალურ ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მხარდაჭერას აგრძელებს
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანება აქტიურად აგრძელებს მუნიციპალურ ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მხარდაჭერას და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებას. თემატური ღონისძიებების ფარგლებში, საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყება შემოდგომის ზეიმებით აღინიშნება. მათი მიზანია ბავშვების შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება და სააღმზრდელო პროცესის გამრავალფეროვნება. ზეიმი გაიმართა ქობულეთის N1 საბავშვო ბაღში, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია რომანაძე და ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ირმა მეგრელიძე დაესწრნენ.
საბავშვო ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო საშემოდგომო ნობათი, ბავშვების ნამუშევრების გამოფენა და მრავალფეროვანი დეკორაციები. პატარებმა შემეცნებით და სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა – ამოავლეს ჩურჩხელები, დაკრიფეს საშემოდგომო ხილი და ბოსტნეული.