ღვაწლმოსილი მეტყევეები დაჯილდოვეს
By

ღვაწლმოსილი მეტყევეები დაჯილდოვეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საქმეში მათი ყოველდღიური შრომისა და პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მეტყევის დღისადმი გამართულ ღონისძიებას, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა დაესწრო.

წლების განმავლობაში ტყის სექტორში წარმატებული საქმიანობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს სამკერდე ნიშნები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიებაზე ასევე, დაჯილდოვდნენ სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის ინიციატივით, დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს „დამსახურებული მეტყევის“ სტატუსი მიენიჭათ და სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, გარემოსდაცვითი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *