ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნება
By

ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნება

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა 15 ოქტომბერს ვატიკანში, წმინდა აგათას ბაზილიკაში სოლო კონცერტს გამართავს. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნება.

კაპელამ გამგზავრებამდე ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გენერალური რეპეტიცია გაიარა, რომელსაც აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე მოადგილეებთან – ირმა აბულაძესთან და ბადრი ნაკაშიძესთან ერთად დაესწრო.

მინისტრმა კაპელის წევრებთან და ხელმძღვანელებთან აღნიშნა, რომ ეს კონცერტი ხელს შეუწყობს ქართული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

მუსიკალური პროგრამა აერთიანებს ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებებსა და პატრიარქ ილია II-ის საგალობლებს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *