შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის – დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
By

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის – დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის – დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. გაიხსენეს 2026 წლის აპრილში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა ქ. სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხაზი გაესვა შალვა პაპუაშვილის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

,,მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის, ბიზნესს შორის კავშირების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ხაზი გაესვა დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივებს.
შეხვედრა შედგა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ მახარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახარაშვილი და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *