By
შეხვედრა ბანუ თერზიოღლუსთან
ხულოს მუნიციპალიტეტში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ბანუ თერზიოღლუ. მას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამლეტ მელაძე შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობების და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. ბანუ თერზიოღლუს მადლობა გადაუხადეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვეს.
ცოტნე ცაბაძე