შეხვედრა – სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად, საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიერ ორგანიზებულ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო.

მხარეებმა საქართველოს მთავრობის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა ლოგისტიკური ობიექტები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიან რეგიონის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის, ხოლო კერძო სექტორთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს აქტიურ დიალოგს და აჭარის, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებას.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე და შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.