By
შშმ პირებისთვის სოციალური დახმარება იზრდება
შშმ პირები 2027 წლის 1-ელი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ შემწეობებს მიიღებენ, ნათქვამია საქართველოს ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტში.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური შემწეობები 60 ლარით გაიზრდება, ხოლო დანარჩენ შშმ პირთათვის – 45 ლარით. ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შემწეობის მხოლოდ 20 ლარით გაზრდა იგეგმებოდა.
მთავრობის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ყოველწლიურად გაიზრდება.
დღეისათვის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ფინანსური დახმარება – 480 ლარს, ხოლო სხვა კატეგორიის შშმ პირთათვის 235 ლარს შეადგენს.