ჩვენს რეგიონს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობენ
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით, ბათუმს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობენ.
ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. ინფლუენსერებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ძველი ბათუმი, ბულვარი, ბოტანიკურ ბაღი, პეტრას ციხე და მთიანი აჭარა.
მედიატურის მონაწილეებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ინფუენსერები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გამომწერებს ეტაპობრივად უზიარებენ და ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს ასევე სტუმრობდნენ უცხოელი ინფლუენსერები, ჟურნალისტები და ტუროპერატორები პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვადან.