„ხელვაჩაურის დღეები 2026“
By

„ხელვაჩაურის დღეები 2026“

დღეს, 16:00 საათზე, გონიოს ციხის ისტორიულ ტერიტორიაზე, „ხელვაჩაურის დღეები 2026“ გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, საპატიო ხელვაჩაურელები დაჯილდოვდებიან. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სტუმრებს ელოდებათ მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი პროგრამა, ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ადგილობრივი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.

17:00 საათიდან მაყურებლის წინაშე წარდგება ჯგუფი „სინთეზი“. ისტორიული გარემო, მუსიკა, კულტურა და მეგობრული ატმოსფერო ერთ განსაკუთრებულ დღედ გაერთიანდება.

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *