ხსოვნის ტურნირი – ქობულეთში
By

ხსოვნის ტურნირი – ქობულეთში

ქობულეთელი ჯემალ მანელიშვილი ქართული ჭიდაობის ამაგდარია. მისი საქმისა და სახელის უკვდავსაყოფად აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ ხსოვნის ტურნირი დააწესა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წამოწყებამ რესპუბლიკური ტურნირის სახე მიიღო. წელს აჭარის რაიონების წარმომადგენლებთან ერთად ასპარეზობაში ოზურგეთელი მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ. ჭაბუკებმა ორ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს. 10 პირველი ადგილიდან 7-ს ქობულეთელები დაეუფლნენ, 2 და 1 პირველადგილოსანი ჰყავდათ ოზურგეთელებსა და ქედელებს.

პირველ ადგილებზე გასული მოჭიდავეები თასებით, მედლებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს, მეორე და მესამეზე გასულები- მედლებითა და საპატიო სიგელებით.

ტურნირს აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ჯემალ მანელიშვილის შვილები და შვილიშვილები ესწრებოდნენ.

ცოტნე ცაბაძე.

  • No Comments
  • ივნისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *