By
2025 წელს საქართველოში 7.8 მლნ მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
საქართველოში ტურიზმის სფეროში გასული ორი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2025 წელს საქართველოში 7.8 მლნ მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც იყო 5.9%-ით ზრდა წინა წელთან შედარებით.
„ასევე, ტურისტული ვიზიტების მიმართულებით გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და შემოსავლების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი. 4.7 მლრდ დოლარი შემოსავალი მიიღო გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან, რაც არის 6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით“, – განაცხადა პრემიერმა.