By
2026 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელს, – ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსური დოკუმენტი 3 761 714 ლარით გაიზარდა და 110 683 000 ლარი შეადგინა. ბიუჯეტის ცვლილების საკითხი ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, გელა გოგიტიძემ წარადგინა. მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტის ცვლილება განპირობებულია საკუთარი შემოსავლების ზრდისა და აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერებით. გაზრდილი ბიუჯეტი სოციალური და სამედიცინო პროგრამების, ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.