500 და 2000 ლარით დაჯარიმდებიან
By

500 და 2000 ლარით დაჯარიმდებიან

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გონიოს სანაპირო ზოლის გასწვრივ, საფეხმავლო ბილიკზე მოწყობილ გარევაჭრობაზე მონიტორინგი განახორციელა და მოქალაქეების მიერ კომერციული მიზნით, თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები აიღო.
 საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.

უწყების ინფორმაციით, უნებართვო კომერციული საქმიანობა ფიზიკური პირის – 500, იურიდიული პირის კი 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს
.

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *