უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა
By

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ამოდის დიდი შავი კვამლი კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრიდან მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში, რომელიც კრემლიდან დაახლოებით 65 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს. დარტყმამდე ქალაქის თავზე უკრაინული დრონებიც დააფიქსირეს.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დრონების რამდენიმე დარტყმა ნოვოსიოლკის სამრეწველო ზონაშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი დაშავდა.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *