ვოლოდიმირ ზელენსკი – იმედი მაქვს, ზამთარში პირველ ევროპულ ანტიბალისტიკურ სისტემას გამოვცდით
By

ვოლოდიმირ ზელენსკი – იმედი მაქვს, ზამთარში პირველ ევროპულ ანტიბალისტიკურ სისტემას გამოვცდით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ახალ ანტიბალისტიკურ სარაკეტო სისტემას ზამთარში გამოცდიან.

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთობლივი ბრიფინგის დროს ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა რიგი ახალი პროექტებისთვის, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს.

„ვცდილობთ, ძალისხმევა ანტიბალისტიკურ სისტემაზე მუშაობისკენ მივმართოთ. ამ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობა არ შეგვიძლია. ძალიან მადლიერი ვართ დანიის და სხვა პარტნიორების. იმედი მაქვს, რომ ზამთარში ახალ ანტიბალისტიკურ სისტემას – პირველ ევროპულ ანტიბალისტიკურ სისტემას – გამოვცდით. იმედი მაქვს, გარკვეულ შედეგსაც მივიღებთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *