18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

აჭარაში ახალი კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 – გუშინდელი მონაცემებით, აჭარაში 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 297 პირიდან 2 მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა „აჭარას“ განუცხადა, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი ორივე პირს ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, სადაც ისინი საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ გადაიყვანეს. ინფიცირების დადასტურებისთანავე, ორივე პირი კლინიკა „მედალფაში“ მოათავსეს. მათ სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონიათ. ისინი გადამზიდი მანქანების მძღოლები არიან და ჯერჯერობით კოვიდ-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვთ.]]>

  • No Comments
  • ივნისი 30, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *