18 C ბათუმი
Tuesday 24th June 2025
By

მორიგი ანტირეკორდი – საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევიდან 286 აჭარაზე მოდის

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 – ბოლო 24 საათში აჭარაში ახალი კორონავირუსის კიდევ 286 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 154 კოვიდდადებითი პაციენტი, გარდაიცვალა ორი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მცირედი მატება შეინიშნება. – გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ახალი კორონავირუსის 286 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ორი ადამიანი: 87 წლის ქალი და 65 წლის მამაკაცი. გამოჯანმრთელდა 154 კოვიდდადებითი პაციენტი. ამ ეტაპზე რეგიონში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მცირედი მატება შეინიშნება. კოვიდკლინიკებში სულ 548 პაციენტი მკურნალობს, აქედან 13 არასრულწლოვანი და 28 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 53 პაციენტი. ამ ეტაპზე გვაქვს 63 თავისუფალი საწოლი. კოვიდსასტუმროებში რჩება 765 პირი, აქედან 53 არასრულწლოვანია. ბინაზე 1000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან,- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ. სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 919 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 14440 გახდა. გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი. რეგიონებში ახალი შემთხვევების რაოდენობა ასეთია: აჭარა – 286 , თბილისი – 366, იმერეთი -104, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 57, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 21, კახეთი – 13, გურია – 13, მცხეთა- მთიანეთი – 11, რაჭა – 1. ჯამში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 113 ადამიანი.]]>

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *