19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
ამჯერად – მხოლოდ 7 სკოლიდან
By

ამჯერად – მხოლოდ 7 სკოლიდან

ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –

შუახევის სასპორტო სკოლის დარბაზმა ქართულ ჭიდაობაში შუახევის მუნიციპალიტეტის პირად პირველობას უმასპინძლა. 35-40-45-50-55-60-66 და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში ერთმანეთს ხაბელაშვილების, ჭვანის, ტაკიძეების, შუახევის, ნიგაზეულის, შუბნის, მაწყვალთის საჯარო სკოლებიდან 40-მდე მოსწავლე-მოჭიდავე  ეჯიბრებოდა.

წონითი კატეგორიების შესაბამისად, გამარჯვებულები გახდნენ: საბა კეკელიძე (ნიგაზეული); ლუკა ბოლქვაძე (შუბანი); ბაჩანა აბაშიძე (ნიგაზეული); გიორგი ტაკიძე (შუახევი); ლუკა მჟავანაძე (შუახევი); საბა ხიმშიაშვილი (ნიგაზეული); ლუკა ფუტკარაძე (შუბანი) და აბსოლუტურ  წონით კატეგორიაში – კვლავ ლუკა ფუტკარაძე.

საპრიზო ადგილებზე გასული ფალავნები შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა თასებით, მედლებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
7 ოქტომბერს იგივე დარბაზი ქართულ ჭიდაობაში ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტურნირს (ღია პირველობას) უმასპინძლებს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 4, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *