18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაში გადავიდა
By

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაში გადავიდა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრა გურიისა და აჭარის მხარეში გაიმართა, სადაც სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ, პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა რეფორმის მიმდინარეობა, შედეგები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და აჭარის მთავრობის აპარატის წევრები ესწრებოდნენ.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, გურიისა და აჭარის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულებამდე სააგენტოს წარმომადგენლები განაგრძობენ სხვადასხვა რეგიონში სამუშაო შეხვედრებს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქტიურ კომუნიკაციას.
2022 წლიდან დღემდე აიზომა 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ, იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე slr.napr.gov.ge შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი. საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს რეფორმის დასრულებამდე დაუკავშირდებიან და გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.

  • No Comments
  • ივნისი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *