18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
გამოვლინდა საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები
By

გამოვლინდა საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები გამოავლინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2025 წლის მაისში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ხუთი ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა პირის მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფის“ და „სადახლო საავტომობილოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში 920.46 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, გამოვლენილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, 62 ცალი, 24.2 კარატი ბრილიანტის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობის ფაქტი.
ჯამში ამოღებულია 941.53 გრამის ოდენობის ძვირფასეულობა, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 234 412 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

  • No Comments
  • ივნისი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *