
By
ინიციატივები განიხილეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ინიციატივები განიხილეს, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი.