18 C ბათუმი
Wednesday 25th June 2025
 ინგლისურ ენაზე კითხვის კონკურსი
By

 ინგლისურ ენაზე კითხვის კონკურსი

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ინგლისურ ენაზე კითხვის კონკურსში, V-დან XI კლასის ჩათვლით, დაახლოებით 350-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

კონკურსის მიზანი იყო ინგლისური ენის ცოდნის პოპულარიზაცია და მოტივაციის გაზრდა მოსწავლეებში, რაც მნიშვნელოვანია მათი პიროვნული და აკადემიური განვითარებისთვის.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და ქედის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა ფინალურ ეტაპზე და საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *