19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
მემორანდუმი – შემდგომი თანამშრომლობისთვის
By

მემორანდუმი – შემდგომი თანამშრომლობისთვის

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის.

შეთანხმებას, რომელსაც ხელი კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ და აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ მოაწერეს, კვლევით-საგანმანათლებლო ღონისძიებების, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობების ჩატარებას, ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. როგორც აღინიშნა, მემორანდუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების ჩართულობასა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობას.

შეხვედრის შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლები სასწავლებელში არსებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას გაეცნენ, მოინახულეს მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი – სიმულაციის ოთახი და სამანქანე განყოფილება.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *